Followers

Tuesday, October 30, 2018

პარიზი


Opéra Garnier 
ოპერა გარნიე


გარნიეს სასახლე, აგრეთვე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე, ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. 

ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს.


მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ  III-ისა და პრეფექტ ოსმანი მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.
     















ლეგენდის თანახმად, მშენებლობის პერიოდში ნაპოლეონის მეუღლე ევგენიას გარნიესთვის უკითხავს თუ რომელ სტილში აშენდებოდა თეატრი — ბერძნულში თუ რომაულში, გარნიემ უპასუხა: "ეს ნაპოლეონ III-ის სტილი იქნება, მადამ!" 


შენობის არქიტექტურა გამოირჩევა გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებით. გარედან, ისევე როგორც შიგნით, გამოყენებულია კირქვა სხვადასხვა ფერის მარმარილო ნახატების ნაწილები მოოქროვილია და ხაზს უსვამს ინტერიერის პროპორციებს. არქიტექტორი ხშირად იყენებს რკინასაც, რაც უკვე თანამედროვეობის მაჩვენებელია. თუმცა რკინას გარედან ფარავს ქვითა და თიხით. მეტალს იგი მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს.

დარბაზის ჭერი, აბაჟურის ირგვლივ, 1964 წელს ხელახლა მოხატა მარკ შაგალმა. ამ ნამუშევარმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან მრავალთა აზრით შაგალის ნამუშევარი კონტრასტული იყო თეატრის ზოგად სტილთან. ამ ნახატმა ასევე ძველი მიურალი გაანადგურა. ორივე ტილოს ერთობლივს წონას XIX საუკუნის დროინდელმა წებომ ვერ გაუძლო და საბოლოოდ ჩამოიქცა.


1896 წელს აბაჟურის ერთ-ერთი გადამწონი ჩამოვარდა სპექტაკლის დროს და ერთი მაყურებელი იმსხვერპლა. ეს ფაქტი, ასევე მიწისქვეშა ტბა და საოპერო თეატრის სხვა ელემენტები გახდა 1910 წელს გასტონ ლეროს შთაგონება მისი კლასიკური გოტიკური რომანისთვის "ოპერის უჩინმაჩინი" (Le Fantôme de l'Opéra).














მართლაც საოცარი ადგილია, იმდენად ლამაზია, რომ გამოსვლა არ მინდოდა.


გთავაზობთ ვიდეომასალას სადაც ნაჩვენებია პარიზის ოპერა.

 https://www.youtube.com/watch?v=5fJDslITV34

მასალები გამოყენებულია ვიკიპედიადან და იუთუბიდან.

პარიზი

Opéra Garnier  ოპერა გარნიე გარნიეს სასახლე , აგრეთვე ცნობილი როგორც  ოპერა გარნიე , ან უბრალოდ  პარიზის ოპერა  — 2.200 მაყურებელზ...